“ერთიანობის შუქი ისე ძლიერია, რომ შეუძლია გაანათოს მთელი დედამიწა.”ბაჰაულა
 9stars
 

სწავლება


ბაჰაი რწმენის სწავლების ძირითადი პრინციპია

  • ღმერთი ერთია ყველა რელიგიის მიმდევრებისათვის და მთელი კაცობრიობისათვის. ღვთის მიერ გაცხადებული ყველა რელიგია ერთიანია თავის საფუძველში. ,,არავითარი ეჭვი არ არის იმაში, რომ მსოფლიოს ხალხი, რომელ ფესვსა თუ რწმენას არ უნდა ეკთვნოდნენ, შთაგონებას ერთი და იმავე ზეციური წყაროდან იღებენ და ერთ რმერთს ემსახურებიან. მცნებებს შორის განსხვავებებს,რომლებსაც ისინი მისდევენ, აიხსნება საუკუნის ცვალებადი მოთხოვნილებებითა და საჭიროებებით, როდესაც ისინი გამოვლენილი იქნა. ყველა ისინი, მცირედთა გამოკლებით, რაც წარმოიშვა ადამიანთა უზნეობა მოვლენილი იქნა ღვთის მიერ და მის ნებასა და საქმეს ასახავენ.
  • (ბაჰაულა)

  • კაცობრიობა ერთიანია თავის მრავალფეროვნებაში. ადამიანთა გამყოფელი ნებისმიერი ცრურწმენა, იქნება ეს რასობრივი, ნაციონალური, კლასობრივი, პოლიტიკური თუ რელიგიური, უნდა დარჩეს წარსულში. ,,თქვენ - ხართ ერთის ხის ნაყოფი და ერთ ტოტის ფოთლები. შეხედეთ ერთმანეთს უდიდეს სიყვარულით და თავმდაბალით, მეგობრულად და ამხანაგურად. დღეს ჭეშმარიტების მნათობი ჩემი მოწმეა ! ერთიანობის შუქი ისე ძლიერია, რომ შეუძლია გაანათოს მთელი დედამიწა”.
  • (ბაჰაულა)

  • მამაკაცებს და ქალებს ერთნაირი უფლებები და შესაძლებლობები უნდა ჰქონდეთ. ისინი ფრინველის ორი ფრთის მსგავსი არიან. სანამ ერთ-ერთ ფრთას არა აქვს თავისი ყველა შესაძლებლობის გამოვლენის შესაძლებლობა, კაცობრიობის ფრინველი მთელი ძალით ვერ აფრინდება ,,ღვთიური სამართლიანობა მოითხოვს, რომ დაცული იქნას ორივე სქესის უფლებები, რამდენადაც ღვთის თვალებში ერთი არ აღემატება მეორეს. ადამიანის ღირსება უფლის თვალში დამოკიდებულია არა სქესზე, არამედ გულის სიწმინდესა და გასხივოსნებაზე”.
  • (ბაჰაულა)

  • მოწოდებულია რელიგია იყოს თანხმობაში გონებაში და მეცნიერებასთან. ,,ჭეშმარიტ რელიგიასა და მეცნიერებას შორის არ არის წინააღმდეგობები. თუ რელიგია ეწინააღმდეგება მეცნიერებას, ის ხდება მხოლოდ ცრუწმენა, რამე თუ წინააღმდეგობა ცოდნასთან არის უმეცრება... თუ ადამიანი შეცდება ფრენას, მხოლოდ რელიგიის ფრთაზე დაყრდნობით, ის სწრაფად ჩაეფლობა ცრურწმენის ჭაობში; ხოლო თუ გაფრინდება მხოლოდ მეცნიერების ფრთაზე, ასევე ვერ წაიწევს წინ, არამედ ჩავარდება მატერიალიზმის ბნელ ჭაობში”.
  • (აბდულ-ბაჰა)

  • ჭეშმარიტი რელიგია წარმოადგენს თავისით სიყვარულსა და მეგობრობს. ის მოწოდებულია ადამიანთა გასაერთიანებლად, და არა მათ შორის მტრობის დასათესად. ”ამ დღეს არსი რწმენისა ღმერთისა და მის რელიგიაში - მდგომარეობს იმაში რათა დედამიწის სხვადასხვა თემი და ურიცხვი რწმენის სწავლებანი არ წარმოქმნიდნენ ადამიანთა შორის მტრობის უმცირეს გრძნობასაც კი... რელიგიური სიძულვილი და ფანატიზმი არსია ცეცხლის, რომელიც შთანთქავს სამყაროს, მისი სიძულვილი დაუმორჩილებელია... ძირითადი ჩანაფიქრია მაცოცხლებელი ღვთიური რწმენისა და მისი კანონისა, მდგომარეობს ადამიანთა ინტერესის დაცვასა და მისი ერთიანობის სიმტკიცეში, ხალხთა შორის სიყვარულისა და მეგობრების სულის გავრცელებაში. ნება არ დართოთ, რომ გადაიქცეს ის განხეთქილებისა და წინაღმდეგობის წყაროდ, წყაროდ სიძულვილისა და შუქის.”
  • (ბაჰაულა)

  • ყოველ ადამიანს შეუძლია და ვალდებულია დამოკიდებლად ეძიოს ჭეშმარიტება: მაგრამ მან ბრმად არ უნდა მიიღოს ტრადიციული ან ახალი სწავლება. ,,რამდენადაც ჭეშმარიტება ერთიანი და განუყოფელია, უთანხმობები, არსებულნი ერთა შორის, წარმოქმნილი მხოლოდ მათი ცრურწმენებზე მიკუთვნებულობით. ადამიანებს ჭეშმარიტება რომ ეძებნათ, ისინი განაგრძობდნენ გზას ერთიანობისკენ”,
  • (აბდულ-ბაჰა)

  • ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს სრულფასოვანი აღზრდა და განათლება. ,,შეხედე ადამიანს როგორც საბადო, სავსეს ფასდაუდობელი პატიოსანი თვალებით მხოლოდ განათლებას და აღზრდას შეუძლია ამოიღოს ეს განძი და დაეხმაროს კაცობრიობას გამოიყენოს ისინი თავის სასარგებლოდ”.
  • (ბაჰაულა)

  • სამყაროს ესაჭიროება დამხმარე ენა. ,,უნივერსალური ენის არსებობა გაადვილებდა ყველა ერის ურთიერთდამოკიდებულებას; მაშინ ადამიანისთვის საკმარისი იქნება მხოლოდ ორი ენის ცოდნა - მშობლიურის და საერთაშორისოს”.
  • (აბდულ-ბაჰა)

  • აუცილებელია ხალხთა მსოფლიო ფედერაციის შექმნა საყოველთაო მშვიდობისა და თანხმობის მისაღწევად პლანეტაზე. ,,ადამიანთა მოდგმას კეთილდღეობა, მისი მშვიდობა და უსაფრთხოება მიუღწეველია იქამდე, სანამ მტკიცედ არ გამყარდება მისი ერთი ერთიანობა.
  • (ბაჰაულა)