“ერთიანობის შუქი ისე ძლიერია, რომ შეუძლია გაანათოს მთელი დედამიწა.”ბაჰაულა

უფლის მარადიული აღთქმა

           ყოველივეს შემოქმედი-ღმერთია, ერთადერთი, შეუდარებელი, თვითარსი. ღმერთმა მიანიჭა ყოფიერება ყოველ სულიერს. მანვე შექმნა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად.
     ბაჰაულა გვასწავლის, რომ ღვთის არსის შეცნობა ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელია, რადგან სასრული არ შეიძლება ჩაწვდეს უსასრულოს. ის წარმოდგენები, რომლებიც მის შესახებ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებმა შექმეს, მხოლოდ მათივე წარმოსახვის ნაყოფია. ღმერთი ადამიანი როდია და მარტო სამყაროში განფენილ ძალასაც არ წარმოადგენს. სიტყვები, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ - ზეციური მამა, ზეციური ძალა, დიადი სული, თითოეული მათგანი მხოლოდ ადამიანის ენით წოდებული ერთ-ერთი სახელსა თუ თვისებას გამოხატავს, რაც თავის მხრივ საკმარისი არ არის აღვწეროთ მისი სრულყოფილება.

„იდუმალ სიტყვებში“, მოვლენილს, ბაჰაულას მიერ, ჩვენ ვკითხულობთ:

     „ძეო ადამიანისა! მე შეგიყვარე და ამისთვის შეგქმენი შენ. მაშ, შემიყვარე, მე კი გახსენებ შენ და სიცოცხლის სულით აგავსებ.“


ღვთის მიერ წარმოგზავნილნი მანიფესტაციები     ბაჰაულას ამ სიტყვებზე დაყრდნობით ჩვენდამი ღმერთის სიყვარული მიზეზია ჩვენი არსებობისა. ამიტომ, ყოველთვის უნდა ვგრძნობდეთ ამ სიყვარულს. რომელიც გვიცავს, გვეხმარება და სიცოცხლის სულით გვავსებს, ძნელბედობისა თუ უდარდელობის ჟამს, მწუხარებისა თუ სიხარულისას, უნდა გვახსოვდეს, რომ მისი სიყვარული გამუდმებით იღვრება ჩვენზედ.
    ბაჰაი მოძღვრებიდან ვრწმუნდებით, რომ ღმერთმა შეგვქმნა სიყვარულით და დაგვიწესა აღთქმა, რომელიც საუკუნოს უნდა გაგრძელდეს. სიტყვა „აღთქმა“ შეთანხმებას ან პირობას (ხელშეკრულბას) ნიშნავს დადებულს ორ ან მეტ ადამიანს შორის. მარადიული აღთქმის თანახმად ყოვლადმოწყალე შემოქმედი არასდროს მიგვატოვებს და დროდადრო თავის ნებასა თუ განზრახვას გვატყობინებს მისი მანიფესტაციების მეშვეობით ანუ ვინც არის მისი გამოცხადება.
     აღთქმა მოგვიწოდებს ვაღიაროთ უფლის გამოცხადება და დავემორჩილოთ მის ნებას. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ცხოვრების მიზანია - ღმერთის შეცნობა და მისდამი თაყვანისცემა. ეს ბაჰაულას ნაწერებში უამრავ ადგილასაა განმარტებული.
     ზმნა - „გამოცხადება“ - ნიშნავს გამჟღავნებას, რაღაც ისეთის ჩვენებას, რაც ადრე შეუცნობი იყო. ღვთის მიერ წარმოგზავნილნი მანიფესტაციები (გამოცხადებანი) ისინი განსაკუთრებული არსებები არიან, ვინც უფლის სიტყვა გაამჟღავნა ჩვენთვის. ეს საყოველთაო განმანათლებელნი გვასწავლიან თუ როგორ ვიცხოვროთ უფლის ნების შესაბამისად და მივაღწიოთ ჭეშმარიტ ბედნიერებას. ამ გამოცხადებებს შორისაა კრიშნა, მოსე, ზოროასტრა, ბუდა, ქრისტე, მუჰამადი და რა თქმა უნდა ბაბი და ბაჰაულა - ამ ეპოქისათვის უფლის მიერ მოვლენილი ორი გამოცხადება.
    რამდენადაც ჩვენ ღმერთის შეცნობა მხოლოდ მისი მანიფესტაციების საშუალებით შეგვიძლია. ცხოვრების მიზანს მაშინ მივაღწევთ, როცა შევიცნობთ ჩვენი დროის გამოცხადებას – ბაჰაულას.


     ბაჰაულა დაიბადა 1817 წელს თეირანში, ირანის დედაქალაქში. ადრეული ბავშვობიდანვე მასში განირჩეოდა დიდებულების ნიშნები. მან მიიღო მცირე განათლება ოჯახში, მაგრამ სკოლაში არ დადიოდა, იმიტომ რომ ღმერთმა ის შინაგანი ცოდნით დააჯილდოვა. ბაჰაულა წარმოშობით კეთილშობილური ოჯახიდან იყო და როდესაც ახალგაზრდობისას მას შესთავაზეს ადგილი მონარქის კარზე, მან უარი განაცხადა, რადგან სურდა მთელი თავისი დრო მიეძღვნა იმისათვის, რომ დახმარებოდა დაჩაგრულებს, ღარიბებსა და ავადმყოფებს, რათა სამართლიანობის საქმე დაეფუძნებინა.
     ბაჰაულას ცხოვრება ჩვენ შეგვიძლია დავყოთ ორ ასპექტად. პირეველი, ეს ის განსაცდელებია, რომლებიც მან გადაიტანა და მეორე - გავლენა, რომელიც მან მოახდინა ადამიანთა გულებსა და გონებაზე. სინამდვილეში, ზუსტად ასეთია ყველა ღვთიური გამოცხადების ნიშნები.


     ბაჰაულას ტანჯვა დაიწყო მაშინვე, როგორც კი მან ღვთის საქმე გამოაცხადა. მას სდევნიდნენ, აძევებდნენ, ციხეში ათავსებდნენ. ჯერ მას ბორკილები დაადეს თეირანის ბნელსა და საშინელ მიწისქვეშა ციხეში. ოთხჯერ გადაასახლეს ერთი ადგილიდან მეორეში, სანამ ბოლოს და ბოლოს ის არ აღმოჩნდა ციხე-ქალაქ აკაში, ოტომანური იმპერიის ტერიტორიაზე. იმდენად დიდი იყო მისი ტანჯვა იქ, რომ მან აკას „უდიდეს ციხე“ უწოდა.

მის ერთ-ერთ სიგელში ბაჰაულა გვწერს:
     „გახსოვდეს დღენი ჩემნი, შენს დროებაში და ჩემი მწუხარება და გადასახლება ამ უკაცრიე საპყრობილეში. დაე, ჩემდამი სივარულში იმდენად მტკიცე ყოფილიყავ, რომ გული შენი არ შედრკეს, თუნდაც მტრის მახვილთა წვიმა დაგადყდეს და ყოველივე ცაზე თუ მიწაზე წინ აღგიდგეს“.

     ორი უძლიერესი მონარქი: ირანის შაჰი და ოტომანური იმპერიის სულთანი ყველა ძალებით წინ აღუდგნენ ბაჰაულასა და მის სწავლებას. მაგრამ ჭეშმარიტების შუქის ჩაქრობა არ არის ადვილი. თვით ის წყალი, რომლითაც მის ჩაქრობას ცდილობდნენ, საწვავში გარდაიქმნებოდა და ასაზრდოებდა ამ ცეცხლს, რომელიც სულ უფრო და უფრო ნათლად აალდებოდა. არაფერს შეეძლო შეეჩერებინა ბაჰაულას მზარდი გავლენა. რაც უფრო შორს ასახლებდნენ, მით უფრო მეტ ადამიანთა გულებს იზიდავდა მისი სწავლება, და ყველა აღიარებდა მის ძალაუფლებასა და დიდებულებას. მიუხედავად მუდმივი დევნებისა ბაჰაულა აგრძელებდა ღვთის სიტყვის გავრცელებას და თავისი ორმოცი წლის მისიის განმავლობაში მან მოიტანა ამ სამყაროში იმდენი სიყვარული და სულიერი ენერგია, რომ მისი საქმის საბოლოო გამარჯვება არავითარ ეჭვს არ იწვევს.

    ბაჰაულა ეს სამყარო დატოვა 1892 წელს. მისი სამარხი, რომელსაც ჩვენ ვთვლით ყველაზე წმინდა ადგილად დედამიწაზე, მდებარეობს ქალაქ აკას (დღევანდელი ისრაელის ტერიტორია) მახლობლად.